Monday, May 10, 2010

ნათლობის საიდუმლო



ნათლობა ნათლობა - ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოთაგანია, რითაც მორწმუნე პირველად ეზიარება ქრისტიანობას, განიწმინდება პირველქმნილი ცოდვისაგან, განერიდება ეშმას და ავ სულს, ნათლობით იწყება სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა. ესაა წყლით განბანვა და ხელახლა დაბადება. ნათლობა ხდება სულიწმიდის მადლით, მისი ძალით ხდება „განახლება ცოდვილი ადამიანის“, რომელიც წმ. ემბაზიდან პირველქმნილი შეცოდებისაგან განწმენდილ-გამართლებული გამოდის. საფუძვლად უდევს მაცხოვრის სიტყვები: „უკეთუ ვინმე არ იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოანე 3, 5).

ნათლობის საიდუმლო პიროვნებაზე ერთხელ აღესრულება: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“ - მითითებულია სარწმუნოების სიმბოლოში. ადამიანი, რომელიც გულწრფელად აღიარებს ქრისტეს და მის მართლმადიდებელ სარწმუნოებას, სურს განაგდოს სატანა და შეუდგეს ქრისტეს, ღვთის უხილავი ძალით განიწმინდება ყველა ცოდვისაგან და შეერთვის წმიდა ეკლესიას. მან რაც უნდა მძიმედ შესცოდოს, თვით მწვალებლობამდეც კი, ნათლობა ხელმეორედ აღარ აღესრულება. საეკლესიო სამართალი, როგორც ცნობილია, არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობას ეკლესიასა და მის წევრებს შორის. ეკლესიის წევრებად კი, ცხადია, მონათლული ქრისტიანები ითვლებიან.

1 comment:

  1. მოგესალმებით, დამაინტერესდა თქვენს ბლოგზე განთავსებულ სურათებში რომ სასულიერო პირია იქნებ მისი სახელი და გვარი მითხრათ და სად მსახურობს. აბსოლიტურად კეთილი განზრახვით რამე ცუდი არ იფიქროთ :) მართლმადიდებლურ ნათლობაზე ინფორმაციას ვაგოვებ და მხოლოდ ამ მიზნით გიხდით წინასწარ დიდ მადლობას (თუ მეილზე მომწერთ დიდად დამავალებთ aslamazashvili@4man.ge)

    ReplyDelete