Monday, May 10, 2010

კახური ჩურჩხელა



თათარა და ჩურჩხელა ყველა ქართველისთვის (და არა მარტო მათთვის) საკმაოდ კარგად ნაცნობი და საყვარელი ნუგბარია. მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნისგან ღვინის დამზადების პარალელურად, თათარისა და ჩურჩხელის დამზადებასაც დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით დათარიღებული სამარხების არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც ჩურჩხელის დამზადების სცენებია ასახული და თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდნენ. ჩურჩხელა ომში მიმავალ მებრძოლთა განუყრელი ატრიბუტი იყო, მას დღესაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთიელ მწყემსთა აბგაში. დიდი სამამულო ომის დროს ზურგში მყოფი ქართველები ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ფრონტზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სწორედ ყურძნის ბადაგისგან დამზადებულ ტკბილ კვერებსა და ჩურჩხელებს აგზავნიდნენ.
საქართველოში ჩურჩხელებს კახური, ქართლური, იმერული, გურული და რაჭალეჩხუმური წესებით ამზადებენ.
კახური ჩურჩხელა - ძირითადად მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნის წვენის თათარითა და კაკლით. ჩურჩხელის სიგრძე 25-35 სმ-ია, თათარით დაფარული ფენის სისქე კი - არანაკლებ 1,5-2 სმ. ახალამოვლებული ჩურჩხელა 15-17 დღე შრება და ყუთებში ნაჭრებში შეხვეული ინახება;

ბევრმა არც კი იცის, რომ ჩურჩხელა და თათარა მხოლოდ გემრიელი კი არა, სასარგებლოცაა. ენერგიის წყარო - ორივე მათგანს საკმაოდ მაღალი კალორიულობა ახასიათებს და აქედან გამომდინარე, მაღალია მათი, როგორც საკვები პროდუქტების, ენერგეტიკული ღირებულებაც. მებრძოლები და მწყემსები მათთან სწორედ ამ თვისების გამო "მეგობრობენ", რადგან ერთი ცალი კახური ჩურჩხელით დაახლოებით იმდენივე კალორიის მიღება შეიძლება, რამდენისაც დაახლოებით 1,5 კგ ძროხის ხორცისგან

ნათლობის საიდუმლო



ნათლობა ნათლობა - ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოთაგანია, რითაც მორწმუნე პირველად ეზიარება ქრისტიანობას, განიწმინდება პირველქმნილი ცოდვისაგან, განერიდება ეშმას და ავ სულს, ნათლობით იწყება სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა. ესაა წყლით განბანვა და ხელახლა დაბადება. ნათლობა ხდება სულიწმიდის მადლით, მისი ძალით ხდება „განახლება ცოდვილი ადამიანის“, რომელიც წმ. ემბაზიდან პირველქმნილი შეცოდებისაგან განწმენდილ-გამართლებული გამოდის. საფუძვლად უდევს მაცხოვრის სიტყვები: „უკეთუ ვინმე არ იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოანე 3, 5).

ნათლობის საიდუმლო პიროვნებაზე ერთხელ აღესრულება: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“ - მითითებულია სარწმუნოების სიმბოლოში. ადამიანი, რომელიც გულწრფელად აღიარებს ქრისტეს და მის მართლმადიდებელ სარწმუნოებას, სურს განაგდოს სატანა და შეუდგეს ქრისტეს, ღვთის უხილავი ძალით განიწმინდება ყველა ცოდვისაგან და შეერთვის წმიდა ეკლესიას. მან რაც უნდა მძიმედ შესცოდოს, თვით მწვალებლობამდეც კი, ნათლობა ხელმეორედ აღარ აღესრულება. საეკლესიო სამართალი, როგორც ცნობილია, არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობას ეკლესიასა და მის წევრებს შორის. ეკლესიის წევრებად კი, ცხადია, მონათლული ქრისტიანები ითვლებიან.